არგინინის სარგებლიანობა გულისთვის და გვერდითი ეფექტები
2018-12-02 11:20:11

არგინინის სარგებლიანობა გულისთვის და გვერდითი ეფექტები

თანამედროვე ვითარებაში არსებობს ბევრი მედიკამენტი და საკვები დანამატი რომლებიც საშუალებას იძლევიან თავი ავარიდოთ ქრონიკულ დაავადებებს და ვუმკურნალოთ მათ. მაგალითად არგინინი რომელსაც აქვს ბევრი სასარგებლო ფუნქცია ჯანმრთელობისთვის მათ შორის გულისთვის აქვს სარგებელი ასევე ერექციული დისფუნქციისას და სხვა. 

არგინინის ნაკლებობა არის იშვიათი შემთხვევა. ის უხვად არის სხვადასხვა ტიპის საკვებში და ორგანიზმს შეუძლია გამოიმუშავოს მათგან. არგიგნინით მდიდარია: წითელი ხორცი, შინაური ფრინველის ხორცი, თევზი, თხილი, მარცვლეული და რძის ნაწარმი

მაგრამ რა სარგებელი მოაქვს არგინინს გულისთვის და რა გვერდითი ეფექტებით ხასითდება განვიხილოთ. 

რატომ გვჭირდება არგინინი?

არგინი ცნობილია ასევე როორც ლ-არგინინი

  • 1) ეხმარება თირკმელებს ნარჩენებისგან გასუფთავებაში
  • 2) აძლიერებს იმუნურ სისტემას და ჰორმომების ფუნქციონირებას
  • 3) აფართოებს და განტვირთავს გულის არტერიებს
  • 4) კურნავს ერექციულ დისფუნქციას
  • 5) არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას ადამიანებში ვისაც აქვთ დიაბეტი 

როგორ მოქმედებს არგინინი გულზე დადებითად?

ამინო მჟავა არგინინი გარდაიმნება აზოტის მჟავად, რომელიც არის მძლავრი ნეუროტრანსმიტერი, დამხმარე საშუალება სისხლძარღვების, აგრეთვე ცირკულაციის განვითარებაში. ზოგმა კვლევამ ცხადყო, რომ არგინინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას გულის არტერიებში. არგინინმა შესაძლოა ხელი შეუწყოს გულის არტერიების გაწმენდას, მკერდის ტკივილის გაქრობას, სტენოკარდიისა და გულის კორონარული არტერიის დაავადებების თავიდან აცილებას. ასევე ქოლესტერინის დარეგულირებისთვისაც სასარგებლოა. 

არგინინს აქვს სხვა დადებითი ფუნქციებიც,  როგორიც არის  წნევის შემცირება რეგულირება. 

არის თუ არა არგინინი უსაფრთხო საკვები დანამატი? 

კლინიკურმა კვლევება აჩვენა რომ არგინინი არის უსაფრთხო, მხოლოდ მცირედი გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა. რაც შეიძლება გულისხმობდეს მუცლის ტკივილს, პაღარათს და მუცლის შებერილობას. ასევე შეიძლება იყოს მიზეზი სუნთქვის გაუარესების ადამიანებში ვისაც აქვს ასთმა.

რა რაოდენობის არგინინი უნდა მივიღოთ? 

არ არის დამტკიცებული მისი რეკომენდირებული დოზები რამდენია, რადგან ადამიანის ორგანიზმიც გამოიმუშავებს მას გარდა იმისა რომ საკვები დანამატი სახით ვაწვდით ორგანიზმს. სასურველია მინიმუმ 1000-1500 მლგ თუ მიიღებთ ყოველ დღიურად რათა სასურველი შედეგი გქონდეთ. 

მოამზადა: ლევანი თანდილაშვილმა მასთან

უფასო ფიტნეს კონსულტაცია ტელ: 557 00 51 00

კატეგორიები